სააპლიკაციო ფორმის ქართულად შესავსებად და პროგრამის შესახებ ინფორმაციისთვის, დააკლიკეთ აქ

მედია გაცვლითი სასწავლო პროგრამა ქართველი ჟურნალისტებისთვის

ჟურნალისტიკის საერთაშორისო ცენტრი (ICFJ) იწყებს ქართველი ჟურნალისტების შერჩევას მედია გაცვლითი სასწავლო პროგრამის ფინალური წლის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აფინანსებს, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უშუალო მონაწილეობით, ხოლო მის განხორციელებას ვაშინგტონში ჟურნალისტიკის საერთაშორისო ცენტრი უზრუნველყოფს.

მედია გაცვლითი სასწავლო პროგრამის მიზანია დაეხმაროს ქართველ მედია მენეჯერებს პროფესიული ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებაში. ისინი ამერიკის მედია ორგანიზაციებში სასწავლო ტურების და სტაჟირების გავლით უკეთ გაეცნობიან თავისუფალი მედიის უფლებებს და პასუხისმგებლობებს. პროგრამის მონაწილეები შეისწავლიან ამერიკული მედიის სამუშაო და ბიზნეს პრაქტიკას, თანამდეროვე მედიის ტენდენციებს, ჟურნალისტიკის სტანდარტებს, ასევე, მედია ინსტიტუტების და მედიის მხარდამჭერი მექანიზმების სპეციფიკას აშშ-ში.

წელს, ჟურნალისტიკის საერთაშორისო ცენტრის სამწლიანი პროგრამის ფინალური წელია. პროგრამა ჯამში 51, ხოლო ყოველწლიურად 17 ქართველი ჟურნალისტის გადამზადებას ითვალისწინებს. 2013 წელს იგი აქცენტს სამაუწყებლო და ბეჭდვითი მედიის მენეჯერებზე, რედაქტორებსა და პროდიუსერებზე გააკეთებს. პროგრამა უზრუნველყოფს ჟურნალისტების ცოდნის ამაღლებას, როგორც ჟურნალისტიკის ზოგად პრინციპებში, ასევე მათ სპეციალიზაციას ისეთ კონკრეტულ სფეროებში როგორიცაა ინფორმაციის წარმოებისა და დამუშავების მენეჯმენტი (კონტენტ მენეჯმენტი), მულტიმედია და საორგანიზაციო მენეჯმენტი, სარედაქციო პასუხისმგებლობები (გაყიდვები/მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მართვა) და სხვა. პროგრამა ითვალისწინებს: შეხვედრა/დისკუსიებს სამთავრობო, მედია და ბიზნეს წრეების ლიდერებთან; ასევე, აშშ-ს წამყვანი მედია გამოცემების, სახელმწიფო და კვლევით ორგანიზაციების მონახულებას.

მედია მენეჯერები აიმაღლებენ ზოგად პროფესიულ დონეს და უკეთესი წარმოდგენა შეექმნებათ აშშ-ს მედია სექტორზე, ხოლო საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქტიურ წვლილს შეიტანენ ქართული მედიის დამოუკიდებლობის და დემოკრატიულობის ხარისხის შემდგომ განვითარებაში.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2013 წლის 15 იანვარია.

2012 წლის ვიზიტი სავარაუდოდ 2013 წლის ივნისში შესდგება.

დამატებითი ინფორმაციისთვის და განაცხადის შესავსებად მიყევით ბმულს: http://www.icfj.org/our-work/media-educational-exchange-program-georgian...

დახმარებისთვის, ან დამატებითი 

ინფორმაციის თვისმოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე egurgenidze@icfj.org ან kato_miron@yahoo.com


I. პირადი ინფორმაცია:







გთხოვთ აღწეროთ ბეჭდვითი, სამაუწყებლო ან ონლაინ მედია ორგანიზაცია, რომელშიც მუშაობთ. მიუთითე თ მკითხველთა, მაყურებელთა თუ მსმენელთა რაოდენობა და პუბლიკაციის ცირკულაცია (ბრუნვა), ასევე ონლაინ გამოცემის ვიზიტორთა რიცხვი. დაასახელეთ ორგანიზაციის რეგისტრაციის ადგილი და სარეგისტრაციო ნომერი. რას დაამატებდით ორგანიზაციის შესახებ?


 

გთხოვთ აღწეროთ რა გევალებათ აღნიშნულ ორგანიზაციაში. არიან თუ არა თქვენს დაქვემდებარებაშინიუსრუმისსხვათა ნამშრომლები? რეპორტიორი ხართ თუ ანალიტიკური სვეტის ავტორი? ძირითადად რა სფეროებს აშუქებთ? რას დაამატებდით საკუთარი საქმიანობის შესახებ?

 






 

ხართ თუ არა Facebook, LinkedIn, Twitter ან სხვა რომელიმე სოციალური ქსელის მომხმარებელი? გთხოვთ, მიუთითოთ საძიებელი ინფორმაცია თქვენს შესახებ.

 


II. სამუშაო გამოცდილება

(გთხოვთდაიწყოთუახლესით)










III. განათლება

 

მოკლედ ჩამოთვალეთ უმაღლესი სასწავლებლები/სასწავლებლის დასახელება, რომელშიც სწავლობდით, ხარისხი რომელიც მოგენიჭათ, სწავლის დაწყების და დასრულების თარიღები.

 

(გთხოვთ დაიწყოთ უახლესით)


IV. საერთაშორისო გამოცდილება

 

მოკლედ აღწერეთ საზღვარგარეთ მუშაობის თუ მოგ ზაურობის გამოცდილება, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობის ჩათვლით:

 


V. ენის ცოდნა

გთხოვთ შეაფასოთ თქვენი ცოდნა ინგლისურე ნაში:

 

შენიშვნა: არაინგლისურენოვანი მონაწილეები ასევე იქნებიან არჩეული პროგრამის ფარგლებში.

 

აირჩიეთ ერთ-ერთი კატეგორია: არცერთი, დამწყები, მცოდნე, ვფლობ თავისუფლად






VI. პროფესიული და პირადი მიზნები და ინტერესები

 

რატომგინდათ პროგარამში მონაწილეობა? მოგვითხრეთ კონკრეტულად რის შესწავლას ვარაუდობთ აშშ-ში, რაც შემდეგ თქვენი მედია საშუალებების წორად ორგანიზებაში დაგეხმარებოდათ? (არაუმეტეს ერთი გვერდისა)

 



VII. რეკომენდატორები

 

გთხოვთ დაასახელოთ ორი რეკომენდატორი

 

 

რეკომენდატორი I

 





 

რეკომენდატორი II

 





VIII. თანხმობა პროგრამის პირობებზე

მე, ქვემორე ხელმომწერი, ვაცნობიერებ და ვეთანხმები ქართველი ჟურნალისტებისთვის მედია განათლების გაცვილითი პროგრამის შემდეგ პირობებს:

 

1. არჩევის შემთხვევაში, ვიღებ ვალდებულებას მონაწილეობა მივიღო ორ-კვირიან სასწავლო ტურში, რომელიც აშშ-ს ორ ქალაქშივაშინგტონსა და ნიუ-იორკში განხორციელდება. შერჩევის შემთხვევაში, გავივლი ორკვირიან (ინგლისურად მოსაუბრე მონაწილის შემთხვევაში სამკვირიან) სტაჟირებას პროგრამის ორგანიზატორების მიერ შერჩეულ აშშ-ს მედია ორგანიზაციაში.

 

2. მე ვაცნობიერებ და ვეთანხმები გაცვლითი პროგრამის პირობას, რომელიც მეუღლის ან სხვა ოჯახის წევრის აშშ-ში ცხოვრების ხარჯებს არ ითვალისწინებს.

 

3. პროგრამის ორგანიზატორები დაფარავენ ჩემი აშშ-ში ცხოვრების ხარჯებს (მგზავრობა, დაბინავება, ვიზა, ჯანმრთელობის დაზღვევა, ყოველდღიური ხარჯები და .). მე ვიღებ ვალდებულებას, რომ დავფარავ გაუთვალისწინებელ ხარჯებს. (პროგრამა ასევე არ ითვალისწინებს ხელფასის/სტიპენდიის ან ჰონორარის გაცემას).

 

4. არჩევის შემთხვევაში, პროგრამის დასრულების შემდეგ მე ვალდებული ვარ დავბრუნდე ჩემს ქვყანაში.

 

5. იმ შემთხვევაში თუ ადგილი ექნება ჩემს აშშ-ში ყოფნას, პროგრამის დაწყების ან მისი დასრულების შემდეგ, მე, თანახმა ვარ დავფარო სადაზღვევო პოლისის გახანგრძლივების ხარჯები.

 

პროგარმაში მონაწილეობა განპირობებულია ჩემივე შესაძლებლობით შევასრულო ყველა მოთხოვნა. მე ვადასტურებ, რომ აღნიშნულ აპლიკაციაში ყველა ჩემი განაცხადი შეესაბამება სიმართლეს, ჩემი საუკეთესო ცოდნის საფუძველზე. მე, მესმის რომ ნებისმიერი მონაწილე, რომელიც დაარღვევს ამ წესებს გაირიცხება პროგრამიდან.

 

გთხოვთ ჩაბეჭდოთ თქვენი სახელი, გვარი და დღევანდელი თარიღი ქვემოთ მოცემულ გრაფაში. ჩაბეჭდილი სახელი, გვარი შეასრულებს ელექტრონული ხელმოწერის ფუნქციას და ჩაითვლება თქვენს წერილობითთანხმობად ზემოთ მოცემულ პირობებზე.




Need assistance with this form?